logo
ENG



"ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას" ოცნების ყოფილი წევრი და კასპის ყოფილი მერი შეუერთდა

12 აგვ 202415:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/12/d4vnfxzzalpi3dx.jpg

ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი და კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერაბაშვილი შეუერთდა. 

მერაბაშვილის თქმით, უპირველესი არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ სახელმწიფო ინტერესებია. 

"შევალთ თითოეულ ოჯახში, სადაც სათქმელი იქნება ის, რომ უპირველესი არის სახელმწიფო ინტერესები არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესები. ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, ჯერ ვიყოთ საქართველოს სამსახურში, სამშობლოს ვემსახუროთ, მისი ინტერესები გავატაროთ და შემდეგ ვიყოთ თითოეული პარტიის ინტერესების გამტარებელი", - განაცხადა მერაბაშვილმა. 

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კასპში მოსახლეობას ხვდებიან. 

 


close დახურვა